ხეთის მანდარინი - სავიზიტო ბარათი და შემოსავლის წყარო სამეგრელოს გზაზე
თუ თბილისი-ზუგდიდის ცენტრალური მაგისტრალის ხობის მონაკვეთი გაგივლიათ, გზის ორივე მხარეს საგანგებოდ მოწყობილ დახლებზე ვედროებით მანდარინებს აუცილებლად შენიშნავდით. მანდარინი თუ გიყვართ, ხეთის მანდარინის შესახებაც გსმენიათ, ალბათ, რადგან, როგორც ამბობენ, საუკეთესოა. ამიტომაც ნოემბრის ბოლოდან აპრილამდე ადგილობრივებს დილას საკუთარი სახლები წინ მანდარინი და მასთან ერთად სხვადასხვა ციტრუსი გამოაქვთ. ქეთინო ესებუა სოფელ პირველ მაისში ცხოვრობს და დილის 11-დან საღამომდე მანდარინს ჰყიდის. წელს დიდი მოსავალი ვერ მიიღეს, ამიტომ თავადაც პლანტაციებიდან მოუწიათ შეძენამ. "ეს ბაზარია, შვილო, ხან იყიდება, ხან არა, ხან კმაყოფილი ვარ, ხან უკმაყოფილო. 20 წელია, რაც ასე გზაზე ვდგავარ და ვყიდი მანდარინს. მანდარინის გარდა ფორთოხალს, ვაშინგტონს, ლიმონს. ვედრო მანდარინი ღირს 10 ლარი, ფორთოხალი 10 ლარი, გოგრის ზომას, წონას გააჩნია, მათი ფასი სხვადასხვაა. ყველა ერთმანეთს ვეხმარებით, აქ ვინც ვდგავართ. უცხოელებიც აჩერებენ მანქანას, კმაყოფილებიც არიან, ისეთი კარგია ხეთის მანდარინი", - გვითხრა ჩვენმა რესპონდენტმა. იზოლდა ბარამიასთვისაც ხეთის მანდარინთან ერთად მაგისტრალზე ყოფნა ჩვეული ამბავია. ამბობს, რომ მგზავრებს მანდარინი იმდენად მოსწონთ, ხშირად ჩუქნის კიდეც. ამასთან ერთად, ციტრუსის გაყიდვა შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროცაა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
საუცბათევო ორცხობილები სწრაფად და მარტივად
Shinauruli -homemade easy recipes
ხეთის მთავარანგელოზთა სახელობის ტაძარი
Irakli Shonia
ხეთის-კორცხოს წმ. თევდორეს სახელობის ეკლესია
Khobi Info-News
ხეთის საჯარო სკოლის მეთორმეტეკლასელება „ბოლო ზარი“ აღნიშნეს
ეტალონი განათლება
5 ივნისი გარემოს დაცვის მსოფლიო დღეა. საგაკვეთილო აქტივობა ა...
Natela Samushia
ხეთის საბრძოლო დიდებისა და მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
MMS
ხობის (ხეთის) მხარეთმცოდნეობისა და საბრძოლო დიდების მუზეუმი
Khobi Info-News
''თანამედროვე გმირები''- ხეთის საჯარო სკოლა
Nia Kiria