CIU მულტიმედია ცენტრის ახალი პროექტი საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში
სექტემბრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ეთერში კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მულტიმედია ცენტრის პროექტი - „115 წამი - დღემდე მოტანილი ისტორია“ გავა. ოცდახუთი შემეცნებითი ვიდეორგოლი მაყურებელს მნიშვნელოვან ისტორიულ მოვლენებზე, ფაქტებსა და ღვაწლმოსილ ადამიანებზე უამბობს. თანამშრომლობის ახალი ეტაპის შესახებ ხელშეკრულებას ხელი აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა ვლადიმერ ტატიშვილმა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კანცლერმა ვახტანგ წივწივაძემ მოაწერეს. შეხვედრისას მხარეები პროგრამათაშორისი კონტენტის მომზადების, ეთერში განთავსების, თანამშრომლობის პროცესში ვალდებულებებისა და პასუხისმგებლობების შესახებ შეთანხმდნენ. აჭარის ტელევიზიასთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ახალი პროექტის მიზნებსა და ამოცანებზე მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელმა და კანცლერის მრჩეველმა ნინო ჭალაგანიძემ ისაუბრა. ვიდეორგოლების შინაარსობრივი და აუდიოვიზუალური მახასიათებლები, მასალის ფორმა, ფორმატი და მიწოდების გრაფიკი მულტიმედია ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ სულხან მელაძემ წარადგინა. მულტიმედია ცენტრისა და საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ერთობლივი მედიაპროექტის მიზანი კონკრეტული მოვლენის შესახებ მინიმალურ დროში, მაქსიმალურად ამომწურავი ინფორმაციის გავრცელება და მაყურებლის ცნობიერების ამაღლებაა. #CIU_მულტიმედია_ცენტრი #ფოკუსი_შენზე #115_წამი #დღემდე_მოტანილი_ისტორია
მსგავსი ვიდეოები
კსუ მულტიმედია ცენტრისა და განათლების სახლის ახალი მედიაპროე...
CIU Multimedia Centre
"ავტოგრაფი" - გია გუგუშვილი
CIU Multimedia Centre
საღვინე სახლი [პრომო]
CIU Multimedia Centre
მედიასკოპი - ომის ჟურნალისტიკა
CIU Multimedia Centre
რიჩარდ პიმენტალი - გააღვივეთ ადამიანებში რწმენა, თარგმანი და...
Zaza Tsotniashvili
კრისტიან მიქელსონი - შეცვალეთ თქვენი აზროვნების წყობა! ზაზა...
Zaza Tsotniashvili
ჯონათან მუნი - აღმოაჩინეთ თქვენი ძლიერი მე, თარგმნა და გაახმ...
Zaza Tsotniashvili
კსუ-ს მულტიმედია ცენტრი 01.10.2014 CIU
CIU EDU