ოპოზიცია აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს მიმართავს


რვა პოლიტიკური პარტია აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნებისთვის პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მოითხოვს. შესაბამისი განცხადებით მათ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს, დავით გაბაიძეს დღეს მიმართეს. განცხადებას ხელს აწერს „ახალი საქართველო“, „შენების მოძრაობა“, „ემსახურე საქართველოს“, „რესპუბლიკური პარტია“, „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“, „გირჩი“ და საქართველოს სამოქალაქო მოძრაობა.

პარტიები აპირებენ შეაგროვონ 20 ათასი ხელმოწერა, რაც უმაღლეს საბჭოში ცვლილების ინიცირებისათვის არის საჭირო.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან