არასრულწლოვნის ცემის საქმე - მოზარდს ექსპერტიზა ჩაუტარდა
01/25/2022
პატრულ-ინსპექტორის მიერ ნაცემ მოზარდს სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზა ჩაუტარდა. დაზარალებული ბიუროში კანონიერ წარმომადგენელთან ერთად რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდა. ექსპერტიზის დასკვნა მომზადების შემდეგ გამოძიების მიმდინარე საქმეს დაერთვება. არასრულწლოვანზე ძალადობის ფაქტზე რამდენიმე მიმართულებით საგამოძიებო ღონისძიებებს ატარებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ინსპექტორის აპარატის გამომძიებელმა მოისმინა იმ პირის ჩვენება, ვინც 23 იანვარს, ისნის მეტროში მომხდარი ფაქტი გადაიღო. დაზარალებულთან ერთად მყოფი იხსენებს, რომ მეტროსადგურში პოლიცია მათთან მას შემდეგ მივიდა, რაც დაზარალებული არასრულწლოვანი ესკალატორის მოაჯირზე ჩამოსრიალდა. მისივე განმარტებით, ვიდრე ინსპექტორი მათ შეიყვანდა სადგურის პოლიციის ოთახში, მეგობრებმა მას უთხრეს, რომ მოზარდი იყო არასრულწლოვანი და სმენადაქვეითებული. პოლიციის თანამშრომელმა კი განაცხადა, რომ მას აალაპარაკებდა. მოწმის განცხადებით, ოთახში პოლიციამ სცემა მოზარდს, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში დღეს მიმდინარე გამოძიების მასალების გასაცნობად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.