შუალედური არჩევნები 2023
საქართველოს ათივე მუნიციპალიტეტში, სადაც დღეს შუალედური არჩევნები იმართება, პროცესი შეუფერხებლად გრძელდება. მოქალაქეები ორ მერს, საკრებულოს ხუთ დეპუტატსა და პარლამენტის ერთ წევრს ირჩევენ. გახსნილია 165 უბანი, საიდანაც 117 უბანზე კენჭისყრა ელექტრონული აპარატების გამოყენებით იმართება, რაც იმას ნიშნავს, რომ შედეგები ხმის მიცემის პროცესის დასრულებიდან რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. სპეციალური რეჟიმით მუშაობს ცენტრალური საარჩევნო კომისია. პერიოდულად იმართება საინფორმაციო ბრიფინგები არჩევნების მიმდინარეობასთან დაკავშირებით. ცესკო-ს ცნობით, პროცესი ყველა მუნიციპალიტეტში დილიდან მშვიდ ვითარებაში წარიმართა. კენჭისყრას ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები აკვირდებიან. საარჩევნო ადმინისტრაცია ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. ამ დროისთვის ყველაზე მაღალი აქტივობა 25,3 % ცაგერში ფიქსირდება. ამასთან ცესკო-ს პრესსპიკერის განცხადებით, რამდენიმე უბანზე მცირე ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რომელსაც პროცესის შეფერხება არ გამოუწვევია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შუალედური არჩევნები - 2023
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები 2023 - წინასწარი მონაცემები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები 2023 - ბრიფინგი ცესკო-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არჩევნები 2023 - გორი-კასპის ოლქში პარლამენტის შუალედური არჩ...
TV IMEDI
შუალედური არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები რუსთავისა და გარდაბნის მე-12 საარჩევნო ო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები 2019 - კობა დავითაშვილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შუალედური არჩევნები ზუგდიდში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster