ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრომ სისტემური რეფორმირების პროცესი დაიწყო - შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. „ჩვენ პირობა დავდეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყებოდა თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე წარმოვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველი ნაბიჯი გადაგვედგა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით, რამეთუ კარგად გვესმის, კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის. გვესმის, რომ თქვენთან პარტნიორობის გარეშე ამ ამოცანების მიღწევა რთული იქნება,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია შს სამინ...
დისტანციური კლინიკა ,,ბაბა\"
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს პროკურატურა ფემიციდის წინააღმდეგ საინფორმაციო კა...
საქართველოს პროკურატურა
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა კამპანიას - „მე ვირჩევ თ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიის წიგნის „საპოლიციო სამართალი“-ს პრეზენტაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრო
რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის - პრეზენტაცია შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის მანდატი გაფართოვდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster