შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“

21.03.2019 01:49

შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“ ევროპის საბჭოს ოფისმა, რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში კამპანიის - „მე ვირჩევ თანასწორობას“ პრეზენტაცია გამართა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი დაესწრო. "დისკრიმინაციისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, 2018 წლის დასაწყისში შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი, რომლის ერთ-ერთ ძირითად ფუნქციად განისაზღვრა დისკრიმინაციული ნიშნით ჩადენილ დანაშაულებზე მონიტორინგის განხორციელება. დეპარტამენტის ერთწლიანი მუშაობის შედეგად ხელშესახები პროგრესი გვაქვს. კერძოდ, გაიზარდა გამომძიებელთა მიერ დისკრიმინაციული მოტივის იდენტიფიცირების შემთხვევები. მათ, გარკვეულწილად, შეეცვალათ დამოკიდებულებები, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა ნდობა პოლიციის მიმართ. გარდა ამისა, დაგეგმილი გვაქვს გამოძიების ხარისხის გაუმჯობესებისა და გამომძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამისი ღონისძიებები. თუმცა, ჩვენთვის პრიორიტეტულია არა მხოლოდ მომხდარ დანაშაულზე რეაგირება, არამედ მნიშვნელოვანია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის პრევენცია. შინაგან საქმეთა სამინისტრო მიესალმება მსგავსი პროექტების განხორციელებას და უერთდება კამპანიას - „მე ვირჩევ თანასწორობას“, - განაცხადა ღონისძიებაზე ნათია მეზვრიშვილმა. კამპანიის მიზანია საქართველოში საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის, სიძულვილის ენისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულებით გამოწვეული რისკების შესახებ, ასევე, უმცირესობებისა და მოწყვლადი ჯგუფების ინფორმირებას სამართლებრივი მექანიზმების თაობაზე. კამპანიის პრეზენტაციაზე წარმოდგენილ იყო გამოფენა „აღმოაჩინე მრავალფეროვნება, აღმოაჩინე ისტორია“, რომელიც მოიცავდა ფოტოსერიებს და ევროპელი მოგზაურებისა და მკვლევარების ჩანაწერებს საქართველოს მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიებაზე ნაჩვენები იქნა ვიდეორგოლები თანასწორობისა და მრავალფეროვნების შესახებ. ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის - „დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა“ ფარგლებში ჩატარდა. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მეტი სიცოცხლისთვის
03:22

მეტი სიცოცხლისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის - მარნეული
03:10

შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის - მარნეული

Municipality of Marneuli

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია – „შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის“
04:05

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია – „შენი გულისთვის შენ...

Municipality of Marneuli

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მსოფლიო კამპანიას  შეუერთდა
06:58

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შსს თბილისობაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის
01:35

შსს თბილისობაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოებისთვის

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საქველმოქმედო აქციას შსს-ს მომსახურების სააგენტო შეუერთდა
01:59

საქველმოქმედო აქციას შსს-ს მომსახურების სააგენტო შეუერთდა

შინაგან საქმეთა სამინისტრო

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას შეუერთდა
02:14

საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი საქველმოქმედო აქციას შეუერთდ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქციას შეუერთდა
01:36

შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო საქველმოქმედო აქცი...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო