შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია გამართა. ღონისძიება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარდა. პრეზენტაცია შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა. „ჩვენ პირობა დავდეთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემის რეფორმირება დაიწყებოდა თანმიმდევრულად და დავთქვით კონკრეტული თარიღები. დღეს ვასრულებთ ამ დაპირებას. ზუსტად ერთი თვის თავზე წარმოვადგენთ ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაციას. შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენ გადავწყვიტეთ, პირველი ნაბიჯი გადაგვედგა ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნით, რამეთუ კარგად გვესმის, კრიმინალთან ბრძოლაში არც ერთ ჩვენს მიღწევას ფასი არ ექნება, თუ ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტი არ იქნება შენარჩუნებული. სწორედ ამიტომ, მინდა მადლობა გადაგიხადოთ ყველას მობრძანებისთვის. გვესმის, რომ თქვენთან პარტნიორობის გარეშე ამ ამოცანების მიღწევა რთული იქნება,“ - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა. პრეზენტაციას სახელმწიფო უწყებების, საკანონმდებლო ორგანოს, სასამართლოს, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა სფეროში მოღვაწე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. Facebook : https://www.facebook.com/miaofgeo Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის პრეზენტაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა სამინისტრო შეუერთდა კამპანიას - „მე ვირჩევ თ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შსს-ს აკადემიის წიგნის „საპოლიციო სამართალი“-ს პრეზენტაცია
შინაგან საქმეთა სამინისტრო
რეკომენდაციები გამომძიებლებისთვის - პრეზენტაცია შსს-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაკა ფერაძე ბავშვთა ტრეფიკინგის მასთან დაკავშირებული სამართლ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არასამთავრობო ორგანიზაციე...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ჩვილის მკვლელობის საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster