საქართველოს სამი მოქალაქე დაბრუნდა


ორდღიანი ლოდინის შემდეგ, ყაზახეთის ქალაქ ნურსულთანიდან პირველი ფრენა შესრულდა. ბორტზე საქართველოს სამი მოქალაქეც იმყოფებოდა, რომლებიც გამოფრენას 48 საათზე მეტ ხანს ელოდნენ. ავიალაინერი, რომელმაც 68 მგზავრი ჩამოიყვანა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 15:30 საათზე დაეშვა. უკვე შესრულდა ფრენა ქუთაისიდანაც. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით 180 პირი გაემგზავრა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან