„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება


„ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის ტენდენცია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების კვალდაკვალ“  - ამ სახელწოდების ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“  ამერიკის შეერთებული შტატების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მესამე სექტორში კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებისას იკვეთება სამართლებრივი და პროცესუალური დარღვევები რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ასევე იკვეთება სავარაუდო პოლიტიკური მოტივები. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლება სამართლებრივი დევნისა და საპარლამენტო მანდატების შეჩერებით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე უპირატესობის მოპოვებას. დოკუმენტში მიმოხილულია სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის საქმეები. ადამიანის უფლებათა ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ პარლამენტის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ წარმოებულმა საქმეებმა კიდევ ერთხელ ცხადყო საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და სანდოობის აუცილებლობის საკითხი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან