„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება
„ოპოზიციონერი დეპუტატების უფლებამოსილების შეწყვეტის ტენდენცია სავარაუდოდ პოლიტიკურად მოტივირებული განაჩენების კვალდაკვალ“ - ამ სახელწოდების ანალიტიკური დოკუმენტი მოამზადა არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა ცენტრმა“ ამერიკის შეერთებული შტატების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. მესამე სექტორში კვლევაზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების გადაწყვეტილებებისას იკვეთება სამართლებრივი და პროცესუალური დარღვევები რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც ასევე იკვეთება სავარაუდო პოლიტიკური მოტივები. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ხელისუფლება სამართლებრივი დევნისა და საპარლამენტო მანდატების შეჩერებით ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე უპირატესობის მოპოვებას. დოკუმენტში მიმოხილულია სხვადასხვა ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სისხლის სამართლის საქმეები, მათ შორის ნიკა მელიას, ბადრი ჯაფარიძისა და ლევან ხაბეიშვილის საქმეები. ადამიანის უფლებათა ცენტრში ასევე აღნიშნავენ, რომ პარლამენტის ყოფილი და მოქმედი წევრების წინააღმდეგ წარმოებულმა საქმეებმა კიდევ ერთხელ ცხადყო საგამოძიებო ორგანოებისა და სასამართლო ხელისუფლების მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობისა და სანდოობის აუცილებლობის საკითხი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ადამიანის უფლებათა ცენტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პრემიერმა მწვანე შუქი აუნთო მოძალადეებს - ადამიანის უფლებათა...
TV მონიტორინგი
მაუწყებლის ყოფილი თანამშრომლების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზაზა სარალიძის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ადვოკატების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ადამიანის უფლებათა ცენტრის“ გაცნხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster