ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია
გენერალური პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე პოლონეთიდან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის წითელი ცირკულარით ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა. პირი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურად და განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის და ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტებზე იძებნებოდა. საქმეზე დადგენილია, რომ 2020 წლის ივლისში, მსჯავრდებული პირი თანამზრახველებთან ერთად, დაზარალებულს თავს დაესხა. ჯერ ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც, მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ, კიდურების მიმართულებით ესროლა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. მოგვიანებით კი თანამზრახველებთან ერთად დაზარალებულს უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და ნაგავსაყრელის მიმდებარე ტერიტორიაზე მიიყვანა, სადაც მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიაყენეს. დაზარალებული იმავე დღეს გარდაიცვალა. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე დადასტურდა, რომ თავდამსხმელებმა ფიზიკურად იძალადეს დაზარალებულის მამაზე, რა დროსაც ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს. ძებნილი პირი ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ და 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა. საქართველოს პროკურატურამ პოლონეთის კომპეტენტურ ორგანოებს ხსენებული პირის წინასწარი დაკავების, შემდეგ კი ექსტრადიციის მოთხოვნით მიმართა. მისი ეტაპირება კი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მიერ განხორციელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ინტერპოლით ძებნილი პირის ექსტრადიცია თბილისის აეროპორტიდან გ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინტერპოლით ძებნილი პირის ყაზახეთში ექსტრადიცია განხორციელდა
POS TV
აშშ-ს მიერ ინტერპოლის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
აშშ-ს მიერ ინტერპოლის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურა
საქართველოს პროკურატურის განცხადება
საქართველოს პროკურატურა
თბილისში ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი დააკავეს
Formula News
ე.წ. ქოლცნეტრების საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster