აშშ-ს მიერ ინტერპოლის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2015 წლის 23 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 2011 წლის 13 სექტემბრიდან ინტერპოლის წითელი ცირკულარით საერთაშორისო დონეზე ძებნილი, ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე, 1979 წელს დაბადებული ალირეზა ალ საზეგარი დააკავეს. ინტერპოლის ინფორმაციით, ალირეზა ალ საზეგარი ხასიათდებოდა სახიფათო და ძალადობისკენ მიდრეკილ პირად. ის ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის უმაღლესი სასამართლოს მიერ გაცემული დაპატიმრების ორდერის საფუძველზე იძებნებოდა. ალირეზა ალ საზეგარს ბრალად ედება ამერიკის შეერთებული შტატების კალიფორნიის შტატის სისხლის სამართლის კოდექსის 273.5(ა) მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, რაც გულისხმობს ოჯახის წევრის ცემას, რომელმაც გამოიწვია სხეულის დაზიანება, გატაცებას, დამამძიმებელ გარემოებებში თავდასხმას, თავისუფლების უკანონო აღკვეთას იძულებით და/ან მოტყუებით, მოწმისათვის დანაშაულის გამჟღავნების ხელის აღებას. სიახლის სრულად სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: http://goo.gl/bhYH6F
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
აშშ-ს მიერ ინტერპოლის ძებნილი პირის ექსტრადიცია განხორციელდა
შინაგან საქმეთა სამინისტრო
ყველაზე სექსუალური პერსონაჟები Fighting თამაშებში ★ ტოპ ფაქტ...
ტოპ ფაქტები
აშშ-ს მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები დღეიდან ამოქმედდ...
PalitraNews
აშშ-ს მიერ ირანის წინააღმდეგ დაწესებული ახალი სანქციები ძალა...
PalitraNews
აშშ-ს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული მორიგი სანქციები ძა...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ სანქციებს აფართოებს
Formula News
AUKUS- აშშ–ს მიერ ჩამოყალიბებული ბლოკი ჩინეთის წინააღმდეგ
მილიტარისტი
ერაყი აშშ-ს მიერ ირანისთვის დაწესებულ სანქციებს მხოლოდ ნაწილ...
PalitraNews