დეპუტატების ნაწილმა თინა ბოკუჩავაზე შეურაცხმყოფელი პოსტის ხსენებისას იცინა
საკრებულოს სხდომაზე, რომელზეც დღეს ზუგდიდის მერის უფლებამოსილება ოფიციალურად ცნეს, კამათი და დაპირისპირება რამდენჯერმე იყო. საკრებულოს თავმჯოდომარემ თაზო ფაცაციამ ენმ-ის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს, რომელთაც პირზე „სკოჩი“ ჰქონდათ აკრული და თავზე ტომარა წამოცმული მიმართა და აღნიშნა, რომ ისინი ამ პერფორმანსით ჩატარებულ არჩევნებს კი არ აპროტესტებდნენ, არამედ, ენმ-ს მმართველობის პერიოდს განასახიერებენ. სწორედ, მაშინ უთხრა ფრაქცია ენმ-ის თავმჯდომარემ ანა წითლიძემ ფაცაციას, რომ მას პასუხს არ გასცემს, რადგან მისი შეგნება იმ პოსტში ჩანს, რომელიც მან თინა ბოკუჩავაზე დაწერა. წითლიძის ამ რეპლიკამ კი „ქართული ოცნების“ წევრების, მათ შორის, ქალი დეპუტატის, მმართველი პარტიის ფრაქციის თავმჯდომარე თამუნა ჯიქიას სიცილი გამოიწვია. „სირცხვილია, რომ ქალი უზის გვერდით ფაცაციას და იცინის ამ პოსტზე“, - თქვა წითლიძემ. რაზეც ჯიქიამ უპასუხა, რომ მისთვისაც შეურაცხმყოფელი იყო წითლიძის პოსტი, რომელიც მისი მისამართით დაწერეს. „მე არავის სექსუალურ ცხოვრებას არ შევხებივარ“, - აღნიშნა წითლიძემ. „რა მნიშვნელობა აქვს, მე არ მაინტერესებს ვის რა სექსუალური ცხოვრება აქვს, თინა ბოკუჩავა თინა ბოკუჩავაა და მე მე ვარ“, - უპასუხა ჯიქიამ. პოსტის ხსენებისას ღიმილი თავად თაზო ფაცაციამაც ვერ შეიკავა. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: / atinati1059 Instagram: / radioatinati1059fm
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
დეპუტატების ნაწილმა პარლამენტიდან უკრაინის დროშა გადმოფინეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„იბერიას“ საქმე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდის აკვაპარკის ტერიტორიაზე მიწის გასხვისებას დეპუტატები...
Georgian Media Club
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აქიმიძე-დვალის მოსმენა პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გაწყვეტს თუ არა თბილისის მერია "სითი პარკთან“ ხელშეკრულებას?
Music Box
პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შიმშილობის აქცია პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster