ნაგვის ურნების სიმცირე ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში

23.04.2019

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის უმეტს სოფლებში ნაგვის ურნები არ დგას, რის გამოც, წლებია მოსახლეობა ნარჩენებს მდინარეში ან გზის პირას ყრის. ,,სოფელში სანაგვე ყუთის ნასახი არ არის, მე ვაგროვებ ნაგავს ცამომაქვს და აქ ნაგავში ვყრი, მაგრამ, სოფლის მცხოვრებლები ხან თავიანთ უკანა ეზოში ყრიან ან ყრიან ისეთ ადგილებში, სადაც წყალი ჩაედინება, წყალი როცა ადიდდება მოაქვს ეს ნაგავი და აბინძურებს გარემოს’’ - ამბობს ჩხოროწყუელი კოტე ნაჭყებია. მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსის კოტე ჟვანიას თქმით, რაიონში სულ ფუნქციონირებს 250 რკინის და პლასმასის ნაგვის ყუთი, საიდანაც ნაგავი მანქანებს შეუფერხებლად გააქვთ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

გაზიარება: