„დილა პირველზე“, სრული ვიდეოვერსია, 3 მაისი, 2016


• გაზაფხული და ალერგია - დაავადება რომელიც ევროკავშირის 150 მილიონ მოქალაქეს აქვს და ყველაზე გავრცელებული ქრონიკული სენია ევროპაში, - გადაცემის სტუმარი: ალერგოლოგი მაკა რუხაძე.

• „გერმანული ენის თვე“ - პროექტი წელს უკვე მეოთხედ იმართება. პროგრამაშია: სპექტაკლები, ლიტერატურული საღამოები, კონკურსი „პოეტური გეოქეშინგი“, კინოჩვენება, ვორქშოპები, საინფორმაციო შეხვედრები. ღონისძიებები რეგიონების მასშტაბით ჩატარდება - ქუთაისში, ბათუმსა და ახალციხეში.

გადაცემის სტუმრები: გერმანიის საელჩოს რეფერენტი კულტურისა და პრესის საკითხებში, ქრისტოფერ ფრონცეკი და DVV International-ის თბილისის ოფისის დირექტორის მოადგილე, ლიკა კაციტაძე.

• განათლების საერთაშორისო ცენტრი, საზღვარგარეთ სასწავლო პროგრამებზე განაცხადების მიღებას იწყებს,- სტუმარი: ნინო ჭელიძე - განათლების საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელი.

• ავეჯის რესტავრაცია და მოხატვა, კერამიკა და ჭურჭლის შექმნის ხელოვნება - როგორ შეიძლება საყვარელი საქმე კარგ ბიზნესად იქცეს. ნია ბარაბაძე დეტალებით.

• 4 მაისს \"მოძრაობის თეატრში\" საქველმოქმედო აქცია-კონცერტი გაიმართება,- თაკო ასათიანის ჩართვა.

• „გვირილობის“ დღესასწაული - ირმა ჭოლაძის ჩართვა ქუთაისიდან

• პროექტი ‪#‎სიტყვა‬ - გიორგი კეკელიძე.

• როგორ ვივარჯიშოთ მკლავზე მოშვებული კუნთების გასამკვრივებლად- თამუნა მუსერიძის რუბრიკა.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან