თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი
საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიების შედეგად, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით ერთი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ყალბი გვერდი შექმნეს და პოტენციური დაზარალებულების მოტყუების მიზნით, თითქოსდა ევროპაში აკრედიტებული საბანკო დაწესებულების მიერ 5 000-დან 1 000 000 ევრომდე შეღავათიანი კრედიტის გაცემასთან დაკავშირებით, ინფორმაცია განათავსეს. დანაშაულში ჩართული პირების მითითებით, შეღავათიანი სესხის მიღებით დაინტერესებული საქართველოს მოქალაქეების თანხები, სასესხო განაცხადის რეგისტრაციის, კრედიტის სადაზღვევო და სხვა გამოგონილი მიზნებისთვის, მოტყუებით ირიცხებოდა დამნაშავეებთან დაკავშირებული პირების საბანკო ანგარიშებზე, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურამ დიდი ოდენობის თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი...
საქართველოს პროკურატურა
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი
TV IMEDI
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუ...
საქართველოს პროკურატურა
პროკურატურამ ფრანგული კომპანიის დიდი ოდენობით ფულადი თანხის...
საქართველოს პროკურატურა
სახელმწიფის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლ...
საგამოძიებო სამსახური
სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხი...
საქართველოს პროკურატურა
ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით...
საგამოძიებო სამსახური
დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მცდელობის ფაქტი
საგამოძიებო სამსახური