სახელმწიფის კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლების მიერ, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების გზით, სახელმწიფოს კუთვნილი, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე, ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა სამი პირი. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღებისა და დღგ-ს ყალბი აქტივის შექმნის მიზნით, მათ სახელზე რეგისტრირებულ კომპანიებს შორის, ფიქტიურად გაწერეს 215 000 ლარის ღირებულების მუსიკალური აპარატურის მიწოდების ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, რის შედეგადაც თაღლითურად დაეუფლნენ უსაფუძვლოდ წარმოშობილ დღგ-ს ზედმეტობას, 32 796 ლარის ოდენობით. გამოძიების პროცესში დროულად და ეფექტურად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სრულადაა ანაზღაურებული ბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანი. გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 და 180-ე მუხლის მე-3 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით. #საგამოძიებოსამსახური2022
საგამოძიებო სამსახური-ის სხვა ვიდეოები
საგამოძიებო სამსახური
საგამოძიებო სამსახურმა სამი პირი დააკავა
საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა პასუხისგებაშ...
00:57
სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტი
01:16
ხის მასალის უკანონო გადაზიდვა-რეალიზაციის ფაქტი
00:43
საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობის ფაქტზე...
01:05
ყალბი დოკუმენტებით ხის მასალის შეძენა-რეალიზაციის...
02:25
ტრენინგი
მსგავსი ვიდეოები
ქრთამის აღების ბრალდებით "სუს"-მა 3 პირი დააკავა
MULTIMEDIA GE
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სას...
საქართველოს პროკურატურა
დაკავება აუდიტის დასკვნის საფუძველზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პროკურატურამ 7 ქვეყნის კომპეტენტური უწყებების ჩართულობით, ტრ...
საქართველოს პროკურატურა
„ხალხის ძალა“ განცხადებას ავრცელებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ირაკლი კობახიძის საგანგებო ბრიფინგი
MULTIMEDIA GE
სახელმწიფოს კუთვნილი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისების ფ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახელმწიფოს კუთვნილი მიწების თაღლითურად მითვისების ფაქტზე 14...
ტელეკომპანია ბორჯომი