მესტიაში პარკინგის მოწესრიგებას ითხოვენ

26.03.2019 01:46

პარკირების სისტემა მესტიაში დღემდე მოუგვარებელია. დაბას არ გააჩნია ავტოსადგომები კერძო მანქანებისთვის, ამიტომაც მძღოლები ტროტუარებს მანქანის გასაჩერებლად იყენებენ. ,,მოუწესრიგებელი პარკინგი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა მესტიაში. ცენტრში ძალიან გვიჭირს მანქანის გაჩერება, იძულებულები ვართ, ავტომობილი დავაყენოთ ტროტუარებზე, რის გამოც პატრული ხშირად გვაჯარიმებს, დიდი თხოვნა იქნება, ერთი პარკირების ადგილი იყოს გამოყოფილი, დარეგულირდეს როგორმე ეს პრობლემა, ტურისტულ სეზონზე რთული და აუტანელია ტრანსპორტით მოძრაობა’’ - ამბობს მესტიის მკვიდრი რამაზ ფილფანი. ადგილობრივების თქმით, ზაფხულში ტურისტულ სეზონზე საფეხმავლო ბილიკებზე გავლა შეუძლებელია. ,,აუცილებელია იყოს სპეციალური გადასასვლელები- ე.წ. ზებრა, სადაც ხალხს ეცოდინება, სად შეიძლება ქუჩის გადაკვეთა და სად არა. უნდა იყოს გამოყოფილი პარკირების ადგილები, რომ ნაკლები საშიშროების წინაშე იყოს მოსახლეობა, საფეხმავლო ბილიკები უნდა იყოს თავისუფალი’’ - აცხადებს, ერთ-ერთი ადგილობრივი ნაზი ბულბანი. მესტიის მერიაში პრობლემის შესახებ ინფორმირებულები არიან და აცხადებენ, რომ მის მოსაგვარებლად მუშაობას შეძლებენ განაშენიანების რეგულირების გენგეგმის დამტკიცების შემდეგ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook:   / rado.atinati   Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter:   / atinati1059   Instagram: //www.instagram.com/radioatinati1059fm/

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

განახლებული მესტია

განახლებული მესტია

culturegovge culturegovge

მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახმა მოსამართლის გადაწყვეტილება გააპროტესტა
02:07

მოკლული ლომარ ნიგურიანის ოჯახმა მოსამართლის გადაწყვეტილება გ...

Radio Atinati

მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს
00:53

მესტიაში ორი ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ლიბერთი-ბანკის ფილიალის გახსნა
02:48

ლიბერთი-ბანკის ფილიალის გახსნა

odishitv

მესტიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი თანამედროვე სტანდარტის ოფისი გაიხსნა - 2019 წელი
00:45

მესტიაში სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი თანამედროვე სტანდ...

სურსათის ეროვნული სააგენტო / National Food Agency

მესტიაში მოკლულის ოჯახი - რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და სამართალს მაინც ვიპოვით
00:47

მესტიაში მოკლულის ოჯახი - რკინის ქალამნებს ჩავიცვამთ და სამა...

PalitraNews

მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა
02:16

მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა

დევნილთა და ჯანდაცვის სამინისტრო

მესტიაში მდინარე მულხურის ადიდების შედეგად რამდენიმე სოფელში ხიდები და გზები დაზიანდა
01:10

მესტიაში მდინარე მულხურის ადიდების შედეგად რამდენიმე სოფელში...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო