დადიანების სასახლის ეზოდან სკულპტურა მოიპარეს
ზუგდიდში დადიანების სასახლის ეზოდან ბრინჯაოს სკულპტურა „კოლხი ქალი“ მოიპარეს. მუზეუმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს დილით შემოვლის დროს თანამშრომლებმა აღმოაჩინეს, რომ ქანდაკება ადგილზე აღარ იდგა და ინფორმაცია სამართალდამცავებს მიაწოდეს. პოლიციამ შემთხვევის ადგილზე ექსპერტიზა დაასრულა, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. დადიანების მუზეუმის ეზოში სკულპტურა 2018 წლის თებერვალში დადგეს. ის ცაიშში აღმოჩენილი ბრინჯაოს მხედარი ქალის სკულპტურის ასლია, რომელიც ძველი წელთაღრიცხვის VII-VIII საუკუნეებით თარიღდება. შსს-ის განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 183-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული, ან ეროვნული ღირებულების ნივთის, ან დოკუმენტის დაუფლებას მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გიორგი სიგუა: მომავალ წელს GEM-FEST ერთი თვის განმავლობაში გ...
Radio Atinati
დადიანების სასახლის ეზოში GEM FEST-ის კლიპის პრეზენტაცია გაი...
STV NEWS
დადიანების სასახლის ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაცია 12 მილიონი...
TV IMEDI
დადიანების სასახლის ეზოში მომხდარ ინციდენტში მონაწილე ერთ-ერ...
Radio Atinati
დადიანების სასახლის ტერიტორიაზე..
odishitv
დადიანების სასახლის ლაზური აივანი
Livepress. ge
დადიანების კოლექციების რესტავრაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ზუგდიდში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდულმა ფრთამ მშვიდობის დღე...
Radio Atinati