ცოდვის მიერ დამახინჯებული შიში - გიორგი გვასალია

12.09.2020 04:39

ცოდვის მიერ დამახინჯებული შიში - გიორგი გვასალია #მსოფლიოსაოჯახოკონგრესი დიალოგი - ნიშნავს არა მარტო ურთიერთზრახვას, არამედ ურთიერთგაგებასაც. იმ დროს დგება დიალოგი, როცა ერთმანეთს ვუსმენთ. სამოთხე სინამდვილეში არის სხვა არაფერი, თუ არა გარემო და სივრცე, სადაც წარმოებს დიალოგი ღმერთსა და ადამიანს შორის, ანუ, არა მარტო ურთიერთმიმართვა, არამედ - ურთიერთგაგება, ადამიანს ესმის ღმერთისა. და აი, ცოდვა რას აკეთებს - როდესაც ეცხადება ღმერთი ადამიანს, ადამს შეეშინდება და დაიმალება და ამ კითხვას "ადამ, სადა ხარ?" ასე გადახარშავს, თავისებურად ზომავს უკვე, რომ "ადამ, რომელი ბუჩქის უკან იმალები?" როგორ შეიძლება, რომ ღმერთმა არ იცოდეს, სად არის ადამი და ადამმა ეს არ იცოდეს, რომ ღმერთმა ეს აუცილებლად იცის. "ადამ, სადა ხარ?" ნიშნავს არა იმას, რომ სად გვემალები, არამედ - ადამ რა მდგომარეობაში ხარ? ბიბლიაში სიტყვა "სადა ხარ?" - რას ეძებ, რა გინდა? - ამას გულისხმობს სწორედ, რა მდგომარეობაში ხარ? სად იყავი და სადა ხარ, ამას შეხედე! ადამი პასუხობს - "შემეშინდა, რომ შიშველი ვიყავი და დაგემალე" - დაყრუვდა. აი, ცოდვის პირველი გამოვლინება ადამიანის ცხოვრებაში ეს გახლავთ სიყრუვე. დაყრუვდა, ადამიანს აღარ ესმის ღმერთის. "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ?" - დიალოგი. დიალოგი თუ წარმოებს სამოთხეში, ის აუცილებლად ღმერთისაგან წარმოებს და აუცილებლად ღმერთი სიყვარულია და სიყვარული დიალოგს აწარმოებს. ამიტომ, ადამი კი წყვეტს დიალოგს და მონოლოგი იწყება, მარტო ღმერთი საუბრობს ახლა, მაგრამ არ წყვეტს ღმერთი მიმართვას ადამიანისადმი - "ვინ გითხრა, რომ შიშველი ხარ?" "ის ხილი რომ არ ჭამე, მე რომ აგიკრძალე?" ანუ, ღმერთი ეუბნება, სხვა რამეს გეკითხები მე შენ. და ადამის საოცარი პასუხი - "შენმა მოცემულმა დედაკაცმა შემაცდინა." გახსოვთ ადამი სამოთხეში როგორია? ადამი სამოთხეშია, მაგრამ სამოთხე არ არის მასში. ნეტარება ადამიანში როდის იწყებს შესვლას? როდესაც ის უარს ამბობს თავის ეგოზე, ეგო გამოჰყავს შიგნიდან გარეთ. უნდა ჰყავდეს ვიღაცა, რომელთანაც ექნება მსახურებითი ურთიერთობა, თავისნაირი, ვიღაცა უნდა იყოს ისეთი, რომლისაკენაც მიმართავს შინაგან სამყაროს, შინაგან ეგოს. ცოდვა ნახეთ რას აკეთებს, ეს სიყრუვე რისი გამომხატველია - ეს ვექტორი შემოატრიალა ცოდვამ. ახლა ჩემი ინტერესები შიგნიდან გარეთ კი არა, გარედან შგნით შემოდის. მე ის კი არ უნდა ვაკეთო, რაც უნდა მოყვასს, მოყვასმა უნდა აკეთოს ის, რაც მინდა მე. თუკი ნათქვამია, რომ ამ ხეს როგორც კი შეჭამთ, სიკვდილით მოკვდებით, ადამის პასუხი გულისხმობს ასეთ რამეს - ყველა დამნაშავეა მის გარდა. ადამი გახდა ეგოისტი. შემდგომ ღმერთი მიმართავს დედაკაცს. დედაკაცი ხელს იშველს გველისაკენ. არაფრიტ არ შეიძლება უგუნური არსების, გველისაკენ გაიშვირო ხელი იმ დროს, როცა დანაშაული შენში უნდა ეძებო. ანუ, აქ დიალოგი შეწყდა, ადამიანი დაყრუვდა. "მამაო, შეუნდე, რამეთუ არა იციან, თუ რასა იქმან!" - ეს გახლავთ შეწყვეტილი დიალოგის აღდგენის წერტილი. ადამიანს დაუბრუნდა საშუალება კვლავ გაუგოს ღმერთს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ცოდვის დამარცხების გზა I ამონარიდი 26.01.2021
02:55

ცოდვის დამარცხების გზა I ამონარიდი 26.01.2021

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore

ქრისტეს ღმერთობისა და დიდებულების უცვალებლობა ადამიანის ცოდვის მიუხედავად |  ამონარიდი  22.07.2018
03:19

ქრისტეს ღმერთობისა და დიდებულების უცვალებლობა ადამიანის ცოდვ...

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore

წინააღმდეგობები ბიბლიაში თუ ადამიანის მიერ გადაკეთებული და შეცვლილი ღვთის სიტყვა.
01:42:40

წინააღმდეგობები ბიბლიაში თუ ადამიანის მიერ გადაკეთებული და შ...

levani petriashvili

ღვთისმშობლის, როგორც  ქმნილების მწვერვალისა და ამპარტავნების ცოდვის შესახებ | ამონარიდი  21.09.2019
05:52

ღვთისმშობლის, როგორც ქმნილების მწვერვალისა და ამპარტავნების...

მამა თეოდორე გიგნაძის ქადაგებები / Father Theodore

მამა საბა ჭიკაიძის ლექცია♥️ შეკითხვებზე პასუხი. 17.09.2021
49:36

მამა საბა ჭიკაიძის ლექცია♥️ შეკითხვებზე პასუხი. 17.09.2021

მამა შალვა კეკელია

მსჯავრის დადება ჩვენი საქმე არაა, რადგან რჯულის საქმეებით ვერავინ ვერ გამართლდება ღვთის წინაშე!
02:27:59

მსჯავრის დადება ჩვენი საქმე არაა, რადგან რჯულის საქმეებით ვე...

levani petriashvili

კიბოს მკურნალობა შესაძლებელია, თუ არ მოხვდება ხელში სამედიცინო პროფესიონალები
07:18

კიბოს მკურნალობა შესაძლებელია, თუ არ მოხვდება ხელში სამედიცი...

Cancer Treatment

დათო ტურაშვილი ჰყვება ცოდნის კაფეზე
01:33

დათო ტურაშვილი ჰყვება ცოდნის კაფეზე

Civic Initiative

ყველა ვიდეო