სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება გავრცელდა
12/05/2020
სოციალურ ქსელში „გირჩის“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მორიგი განცხადება გავრცელდა. ჯაფარიძე პარტიაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საუბრობს და აცხადებს, რომ ესმის ყველა ადამიანის, ვისაც „ერთობის შენარჩუნება სურს, მაგრამ, სამწუხაროდ, რესურსი ამოწურულია“.
ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ გუშინწინ საღამოს მას ჰქონდა საუბარი იმ ადამიანებთან, ვინც საფუძველი ჩაუყარა „გირჩს“ და მასთან ერთად აწარმოა წინასაარჩევნო კამპანია. განიხილებოდა „გირჩის“ მომავალი. ზურაბ ჯაფარიძე განმარტავს, რომ სახელწოდება „გირჩი“ მასთან რჩება, ისევე როგორც ფეისბუქის გვერდი, ყველაფერი დანარჩენი კი - პარტიის სხვა წევრებს, რომლებსაც ზურაბ ჯაფარიძემ როგორც თავად ამბობს, ცივილიზებული ფორმით დაშორება შესთავაზა, რასაც მათი მხრიდან მუქარა და რჩევა მოჰყვა, რომ „გირჩიდან“ საკუთარი ნებით წასულიყო.
შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელდა ზურაბ ჯაფარიძის განცხადება, სადაც აღნიშნული იყო, რომ იაგო ხვიჩიასთან, ვახტანგ მეგრელიშვილთან და სანდრო რაქვიაშვილთან ერთად, „გირჩის კეთებას“ აღარ აპირებდა. მოგვიანებით, ჯაფარიძემ ჟურნალისტებთან განმარტება გააკეთა და განაცხადა, რომ „გირჩი“ არ დაუტოვებია.
დღეს ზურაბ ჯაფარიძის განცხადებას სანდრო რაქვიაშვილიმა უპასუხა, რომელიც ამბობს, რომ საკითხი მოლაპარაკების გზით უნდა გადაწყდეს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.