ზურა ჯაფარიძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს
„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერი ამ წუთებში ერთ-ერთ კლინიკაში იმყოფება, სადაც მას ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს. ზურა ჯაფარიძეს, მისი პრესსამსახურის ცნობით, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. პოლიტიკოსს დაზიანება თვალის არეში აქვს მიღებული. ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ზურა ჯაფარიძე ბორჯომში ტრენინგის ჩასატარებლად მიდიოდა. გორთან დროებით გაჩერებულ მანქანაში მჯდომ ჯაფარიძეს უცნობი მამაკაცი დაესხა თავს, - ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური სოციალურ ქსელში ავრცელებს. ზურა ჯაფარიძე უკვე იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, სადაც მან სამართალდამცველების შეკითხვებს უპასუხა. პოლიციაში გამოიკითხებიან მისი თანმხლები პირებიც. გავრცელებული ცნობით, თავდასხმა პატრიარქის შესახებ ჯაფარიძის ბოლოდროინდელ განცხადებებს უკავშირდება. მომხდართან დაკავშირებით, კომენტარებს აკეთებენ პოლიტიკოსები. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ის სრულ სოლიდარობას უცხადებს ზურა ჯაფარიძეს და ყველა იმ ახალგაზრდას, ვისზეც თავდასხმა განხორციელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
გაყალბებული არჩევნების პირობებშიც კი ვერ შეინარჩუნებენ ხელის...
Formula News
სანდრო რაქვიაშვილი საპენსიო ფონდზე.
Girchi • გირჩი
პოლიციის გაძლიერებული ძალები სასამართლოსთან, ზურა ჯაფარიძის...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
სამსახურეობრივ სივრცეში მასტურბაციით დაკავებულხართ
TV IMEDI
თაკო ჩარკვიანის პასუხი ზურა ჯაფარიძეს
მარშალ პრესი
ნანი ბრეგვაძის ვიდეო შეკითხვა ზურა ჯაფარიძეს | სიცრუის დეტექ...
TV IMEDI
ეშინოდა თუ არა ზურა ჯაფარიძეს მიხეილ სააკაშვილის
სიცრუის დეტექტორი Sicruis Deteqtori
სალომე სამადაშვილი ზურა ჯაფარიძეს ენმ-ს ამომრჩევლისთვის ბოდი...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia