ანაკლიაში ხარლამპიდების ოჯახი სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს

03/15/2019
Radio Atinati-ის მიერ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაკლიაში ხარლამპიდების ოჯახი ენგურის სანაპიროზე, მათი საცხოვრებლიდან 20 მეტრში სახანძრო-სამაშველო სადგურის მშენებლობას აპროტესტებს. მათი თქმით, აღნიშნულ მიწაზე სამასწლიანი ხეებია, რომელთაც მოჭრას უპირებენ. გარდა ამისა, მათი თქმით, იქ, სადაც ახლა სახანძროს შენობას აშენებენ, საძროხე და წისქვილი აქვთ, რომელსაც დანგრევას უპირებენ.

\"ვის ჰკითხეს აქ შენობის აშენება. 20 მეტრში მიშენებენ სახანძროს. ამ ხეებს ფესვებს უთხრიან, მერე გახმება და მოჭრიან. ეს მიწა სოფლის რომ იყო იმიტომ არ გადავიფორმე“, - ამბობს თემურ
ხარლამპიდი.
რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook:   / rado.atinati.  .
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან