სამწლიანი პაუზის შემდეგ, თბილისში კერძო საწარმოებისთვის გაზის ტარიფი იზრდება. „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გადასახადის მატების მიზეზად, დედაქალაქში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით დაგეგმილ სამუშაოებს ასახელებს. კომერციული გაზის შემთხვევაში, ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის მხოლოდ ინფორმირმირება ხდება და მისგან ნებართვის მიღება საჭირო არ არის. ხუთ-ნახევარი თეთრით გაზრდილ ტარიფს, კერძო ობიექტები 16 სექტემბრიდან გადაიხდიან. გადაწყვეტილებას კომერციულ მომხმარებლებში არაერთგვაროვნად ხვდებიან. ახლა მთავარ ინტრიგად რჩება, აისახება თუ არა ტარიფის ცვლილება პროდუქტების ფასზე. მწარმოებლების ნაწილი პურის სავარაუდო გაძვირებას უკვე აანონსებს.ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb