პრესკონფერენცია ''საარემაას ოპერის დღეებთან'' დაკავშირებით

07/31/2013
culturegovge culturegovge-ის მიერ

31 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია სამინისტროს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ესტონეთში, საარემაას კუნძულზე.
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, 21-28 ივლისს, ესტონეთში, კუნძულ საარემააზე, „საარემაას ოპერის დღეებში\" საქართველომ სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში ჩართული იყო სამი ოპერის თეატრი საქართველოდან: ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი.
პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილეები ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მანანა ბერიკაშვილი, ალექსანდრე მარგიშვილი, ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის წარმომადგენლები.

http://www.culture.gov.ge/
  / culturegovge  
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან