პრესკონფერენცია ''საარემაას ოპერის დღეებთან'' დაკავშირებით
31 ივლისს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში გაიმართა პრესკონფერენცია სამინისტროს დელეგაციის ვიზიტთან დაკავშირებით ესტონეთში, საარემაას კუნძულზე. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით, ორგანიზებითა და ფინანსური მხარდაჭერით, 21-28 ივლისს, ესტონეთში, კუნძულ საარემააზე, „საარემაას ოპერის დღეებში" საქართველომ სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში ჩართული იყო სამი ოპერის თეატრი საქართველოდან: ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრი, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრი და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრი. პრესკონფერენციას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, მინისტრის პირველი მოადგილე მარინე მიზანდარი, მინისტრის მოადგილეები ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი, მანანა ბერიკაშვილი, ალექსანდრე მარგიშვილი, ზ.ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის, ბათუმის ოპერისა და ბალეტის თეატრისა და ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერის თეატრის წარმომადგენლები. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
პრესკონფერენცია ''საარემაას ოპერის დღეებთან'' დაკავშირებით
culturegovge culturegovge
პრესკონფერენცია ''საარემაას ოპერის დღეებთან'' დაკავშირებით
culturegovge culturegovge
პრესკონფერენცია
info9 info99
პრესკონფერენცია
info9 info99
პრესკონფერენცია
MSY Georgia
პრესკონფერენცია
koba abuladze
პრესკონფერენცია
Saakashvili Mikheil - Саакашвили Mихаил
პრესკონფერენცია
HRIDCHRIDC