მინისტერიალი ბაქოში


ბაქოში დღეიდან სამმხრივი მინისტერიალი იწყება. მასში საქართველოსთან ერთად, თურქეთი და აზერბაიჯანი მონაწილეობს. მინისტერიალი სამი ქვეყნის ჩართულობით, 2012 წლიდან იმართება. რეგიონულ დონეზე ეს ერთადერთი ფორმატია, სადაც სამი ქვეყანა თანამშრომლობის გაღრმავებაზეა ორიენტირებული. უკვე ბაქოშია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ხვალ კი აზერბაიჯანში ოფიციალური ვიზიტით საქართველოს პრემიერი ჩავა და მაღალი დონის შეხვედრებს გამართავს.

მინისტერიალი დილიდან აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით გაიხსნა. ამ წუთებში კი მხარეები სამმხრივ პრესკონფერენციას მართავენ, რომლის დასრულების შემდეგ, ჩვენ დავუბრუნდებით ბაქოს და შემოგთავაზებთ რა გზავნილები გააკეთეს მხარეებმა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან