პრეზიდენტმა დევნილ ბავშვებს ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა

19.12.2021 00:51

პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში დევნილ ბავშვებს ნაძვის ხის ზეიმზე უმასპინძლა. სალომე ზურაბიშვილმა წეროვანიდან და წილკნიდან ჩამოსულ ბავშვებს დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ბავშვებმა პრეზიდენტის სასახლის მთავარი ჩიჩილაკი პრეზიდენტთან ერთად აანთეს. ასევე სადღესასწაულოდ მორთული სასახლის ეზო დაათვალიერეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. ორბელიანების სასახლის წინ, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა წინასაახალწლო საქველმოქმედო აქციაც გამართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: