პრეზიდენტი თელიანში მცხოვრები დევნილების პრობლემებით დაინტერესდა


საქართველოს პრეზიდენტი სოფელ თელიანში დღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დევნილ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა დევნილთა კომპაქტური დასახლება მოინახულა, სადაც ამჟამად 58 ოჯახი ცხოვრობს.
მოგვიანებით, ქვეყნის პირველი პირი ამავე დასახლებაში მცხოვრებ, 2008 წელს ერედვიდან დევნილ ციალა მაისურაძეს ესტუმრა. ინვალიდ ქალბატონს, რომელსაც ცალი ხელი არ აქვს, სოციალური დახმარება მას შემდეგ მოუხსნეს, რაც მის სახლში სარეცხის მანქანა აღმოაჩინეს. Visit Website: http://president.gov.ge
Visit Facebook: http://www.facebook.com/saakashvilimi...
Visit Twitter: http://www.twitter.com/SaakashviliM
----------------------------------------------------------------------------------------