ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებლები
05/05/2020
დღეს, 5 მაისს, ქვეყანას დამატებით 11 ინფიცირებული ჰყავს. გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკამ დაავადების ახალ შემთხვევებს დღესაც გაუსწრო. კორონავირუსისგან კიდევ 17 ადამიანი განიკურნა. 11-დან 10 ინფიცირებული ისევ ბოლნისს უკავშირდება, რომელიც ახლა საქართველოში ყველაზე მაღალი რისკის ზონადაა მიჩნეული. მარტო ბოლნისში ჯამში 117 შემთხვევაა. სოფელ გეტასა და მუშევანში ეპიდემიოლოგები ამ წუთებშიც მუშაობენ და დაავადებულთა ყველა კონტაქტს ეძებენ, მოძიებულ პირებს კი ტესტირებას უტარებენ. ინფექციისგან სამედიცინო პერსონალის უფრო მეტად დასაცავად, შესაძლოა, არსებული პროტოკოლი შეიცვალოს და ორი კვირის ნაცვლად პერსონალი ყოველ ერთ კვირაში გამოიკვლიონ. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის 13% სწორედ სამედიცინო პერსონალზე მოდის, მათ შორის უმეტესობა კი სასწრაფო დახმარების ბრიგადების თანამშრომელია. ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტრომ, შესაძლოა, იმ კითხვარსაც გადახედოს, რომელსაც 112 საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტებთან იყენებს, შემდეგ კი სასწრაფო დახმარების ბრიგადებს გზავნის.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.