თსუ-ს რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს

27.12.2022 02:11

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორად ჯაბა სამუშია აირჩიეს. რექტორობაზე განცხადება მხოლოდ მას ჰქონდა შეტანილი. ჯაბა სამუშია ამ დრომდე თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 30-ე რექტორი უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს სიითი შემადგენლობის ხმათა უმრავლესობით აირჩიეს. საბჭოს 38 წევრიდან არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 32 წევრმა. საარჩევნო კომისიის მდივნის ინფორმაციით, ორი ბიულეტინი გაუქმდა, ხოლო აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილე 30-მა წევრმა ხმა მისცა ჯაბა სამუშიას. ხმების დათვლის პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა ადვოკატების“ ორი დამკვირვებელი აკვირდებოდა. არჩევნებთან დაკავშირებით, განცხადებები გააკეთეს სტუდენტებმა, მათი ნაწილი არჩევნების წესის ცვლილებას ითხოვს. გიორგი შარვაშიძემ თსუ-ს აკადემიურ საბჭოს რექტორის თანამდებობიდან გადადგომის თხოვნით 7 ოქტომბერს მიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: