თსუ-ს და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტების აქცია


თსუ-ს და ილიას უნივერსიტეტის სტუდენტებმა სტიპენდიების ჩარიცხვის მოთხოვნით მარჯანიშვილის მეტროდან განათლების სამინისტრომდე ფეხით მსვლელობა მოაწყვეს. აქციის მონაწილეების თქმით, ილიას უნივერსიტეტში სემესტრული სტიპენდიები ერთი თვეა არ დაურიცხიათ, ხოლო თსუ-ში ორი კვირის განმავლობაში. სტუდენტები მათი კუთვნილი სტიპენდიის დროულად მიღებას ითხოვენ.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ სტიპენდიების გაცემის დაგვიანება სტუდენტთა სიების დაზუსტებას უკავშირდებოდა. მათი ინფორმაციით, სიები დაზუსტებულია და ყველა უმაღლეს სასწავლებლებს თანხები გადაერიცხა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან