ვახო სანაიაზე თავდასხმის საქმე


ჟურნალისტ ვახო სანაიას ჯგუფურად ფიზიკური ძალადობის საქმეზე ბრალდებული პირების საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევა განახლდება. პროცესზე დაიკითხებიან ვახო სანაიას მეუღლე, ძიძა და ოჯახის ახლობელი, რომლებიც უშუალოდ ძალადობის ფაქტს შეესწრნენ.

დაცვის მხარის განცხადებით, მოწმეებთან ექნებათ კითხვები კონფლიქტის დეტალებზე. ცნობისთვის, სამართალდამცავებმა ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ, მისი პროფესიული საქმიანობის გამო განხორციელებული დევნისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით მუქარის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. დანაშაული სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან