მინისტრთა კაბინეტის წევრების შეფასება

28.06.2019 07:37

დღევანდელი გამოსვლა შინაგან საქმეთა მინისტრისთვის მადლობის გადახდით დაიწყო პრემიერმა. 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებს მინისტრთა კაბინეტი სახელმწიფო გადატრიალების და ხელისუფლების ძალისმიერი გზით შეცვლის მცდელობად აფასებს. პრემიერი და მინისტრები ხაზს უსვამენ, რომ პოლიციამ ხუთშაბათს ღამით ლეგიტიმური ძალა გამოიყენა, თუმცა გუნდში არ უარყოფენ, რომ იყო ძალის გადამეტების შემთხვევები და არსებობს შესაბამისი კადრებიც, რაც გამოძიების საგანი უნდა გახდეს. მინისტრთა კაბინეტის ყველა წევრმა გიორგი გახარიას მხარდაჭერა საჯაროდ გამოუცხადა. მთავრობის სხდომას ესწრებოდა თავად გახარიაც, რომელმაც მედიის წინაშე განმარტებები კიდევ ერთხელ გააკეთა და 20-21 ივნისს სპეცრაზმის მიერ რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერებაზეც ისაუბრა. სისტემური გადაცდომების გამოვლენის შემთხვევაში ძალოვანი უწყების პირველი პირი გადადგომისთვის მზად არის. მინისტრმა საკუთარ მხარდამჭერებსაც მიმართა და ხვალისთვის დაანონსებული კონტრაქციის გამართვისგან თავშეკავება სთხოვა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებები - შეფასებები
12:52

პრემიერისა და მინისტრთა კაბინეტის წევრების განცხადებები - შე...

TV IMEDI

მინისტრების კრიტიკა ზურაბიშვილს
01:56

მინისტრების კრიტიკა ზურაბიშვილს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გაძვირებული საწვავი - მთავრობის წევრების შეფასებები
09:34

გაძვირებული საწვავი - მთავრობის წევრების შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

საპარლამენტო კონტროლის ხარისხი
04:47

საპარლამენტო კონტროლის ხარისხი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

პრემიერის ანგარიში პარლამენტს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში
02:25

პრემიერის ანგარიში პარლამენტს - შეფასებები პოლიტიკურ სპექტრშ...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

თვითმმართველობის არჩევნები - მთავრობის წევრების შეფასებები
10:20

თვითმმართველობის არჩევნები - მთავრობის წევრების შეფასებები

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„მოამბე“ 9 საათზე, 25 მაისი, 2018 #LIVE
20:07

„მოამბე“ 9 საათზე, 25 მაისი, 2018 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს
06:17

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო