ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას ზურაბ აზარაშვილი დაიკავებს
თავდაცვიდან ჯანდაცვაში - ეკატერინე ტიკარაძეს ზურაბ აზარაშვილი შეცვლის. თავდაცვის მინისტრის მოადგილის პოზიცია „დელტას“ და „თბილავიამშენის“ ხელმძღვანელის პოსტი, ოთხ ბანკში მუშაობის გამოცდილება, - ასე გამოიყურება მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრის ბიოგრაფია. პრემიერ-მინისტრი და მთავრობის წევრები აზარაშვილის კანდიდატურის შეფასების დროს განსაკუთრებულ აქცენტს ფინანსების მართვის ძლიერ უნარებზე აკეთებენ და ამ კონტექსტში სამინისტროს ბიუჯეტზე მიუთითებენ, რომელიც მთელი ქვეყნის ბიუჯეტის ერთი მესამედია. სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე აზარაშვილს დღეს არ უსაუბრია, ისევე როგორც პანდემიის მართვის პოლიტიკასა და ვაქცინაციაზე. ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობაზე მის კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს ოპოზიცია, მთავრობის ახალი წევრისგან ექიმები პირველ რიგში პანდემიის მართვის პოლიტიკის წარდგენას ელოდებიან. სამედიცინო სფეროში ასევე განსაკუთრებული ინტერესია, თუ რა მიდგომა ექნება ახალ მინისტრს წინამორბედის დროს მიღებული რამდენიმე სადავო გადაწყვეტილების მიმართ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ამირან გამყრელიძე თანამდებობას ტოვებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის ახალი მინისტრი ზურაბ აზარაშვილია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის ახალი მინისტრის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა - პრემიერ-მინისტრის გ...
TV IMEDI
პრემიერის განცხადება მთავრობაში განხორციელებულ საკადრო ცვლილ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კლინიკების მონიტორინგი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საკადრო ცვლილებები ჯანდაცვის სამინისტროში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატურები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster