#მოამბე 21 საათზე, 28 მარტი, 2024 #LIVE


• ნიკა გვარამიას სარჩელის განხილვაზე სტრასბურგის სასამართლოს უარს მმართველი გუნდი ქართული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის კიდევ ერთხელ დადასტურებას უწოდებს - პარლამენტის თავმჯდომარე ქართული სასამართლოს წინააღმდეგ ორკესტრირებულ შეტევაზე საუბრობს, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძე კი, რომლის გვარიც გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოცხადების შემდეგ აშშ-ში დაგეგმილი სასწავლო პროგრამის მონაწილეთა სიიდან ამოიღეს, აშშ-ის საელჩოდან განმარტებებს ელის
• საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ გარე ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ პრეზიდენტ მაკრონის პარტიის მიერ შეთავაზებულ კანონპროექტს მხარი დაუჭირა - პარიზის გადაწყვეტილება „ქართულ ოცნებას“ საქართველოში დაწუნებულ ინიციატივას ახსენებს და დოკუმენტის ირგვლივ არსებულ პარალელურ რეალობას უსამართლოს უწოდებს; მხარეთა პოზიციები
• ევროპელი ფერმერების მოთხოვნა და მიმდინარე მოლაპარაკებები - დასავლეთი უკრაინული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ევროკავშირში იმპორტისა და გადაზიდვის საკითხზე მსჯელობს; აგრარული პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებული მრავალთვიანი უთანხმოება, ბელგიის წინადადებები ვროკავშირის ელჩებსა და კიევს და პოლონეთ-უკრაინის სამთავრობოთაშორისო შეხვედრა ვარშავაში
• ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსვენებული შვიდი ადამიანის ნეშტი ოჯახის წევრთა გადაწყვეტილებით საგვარეულო სასაფლაოებზე დაიკრძალა, ხუთი მათგანი კი დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს - ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისთვის ბრძოლაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მძიმე ისტორიები, ცხედრების ძებნა-იდენტიფიკაცია და გადმოსვენება ათეულობით წლის შემდეგ

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან