როცა დასაკარგად გენანება - ანი ნოზაძე
"ისევ მარტოობას მივეყუდე, მიჭირს საკუთარში "ჩემი ს" პოვნა..... იქნებ ძნელი არის ჩემში ყოფნა,,, და ვინც დამეძებდა ვერ მიპოვა.... ყველა დაღამების გათენება, უკვე ტკივილებით გაჟღენთილა, იცი პირისპირ დგას სინამდვილე... თვალი ყველაფერზე ამეხილა/ როგორ მენანები, იცი ? დასაკარგად, შენი დუმილიც კი ჩემს ხმას მიეჩვია, კიდევ ბევრი დამრჩა ლექსი წასაკითხი შენ რომ მოუსმენდი, ყველა ისეთია.. ვეღარ მოვიშორე სევდა მაჯებიდან, არ მსურს გულის მხარე სულ სხვამ დაიკავოს. ხედავ? რომ ვამბობდი თურმე რა ძნელია, სულის ტკივილები ასე დაიმალოს.. ვგავარ ხასიათით ახლა შეუგნებლად ყველა გულნატკენს და ყველა უიმედოს, ახლა ფანჯრებიდან ცაა შეცვლილი და წვიმა ეპარება მინას უიმედოდ...... ნეტავ წვიმა ვიყო და შენს წამწამებზე, ისევ შეუმჩნევლად თბილად დავიძინო, მერე გამიფიქრო და შენ თავდახრილმა მხოლოდ ერთი წამით მინდა გამიღიმო... გრძნობა ვერ ეტევა ხოლმე კალაპოტში, მოდის საზღვრებიდან წყარო შთაგონების, მინდა უამრავი ლექსი დაიწეროს, რომ ხმა გაგაგონოთ სულის აკორდების... თითქოს მწვერვალზე ვარ ხოლმე სიხარულის, მსურს რომ მწუხარებას შენში დავემალო... ისე წყურვილი მკლავს შენი გაღიმების. მინდა ბაგის ნაცვლად ღიმილს დავეწაფო. -Video Upload powered by https://www.TunesToTube.com
მსგავსი ვიდეოები
„გაიკეთეთ პირბადე“ - ეპიდემიოლოგიური ვითარება საქართველოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აღდგომამდე
Dare Sumbadze
№33 2022 აკაკი ჯორჯაძე-მეორედ მოსვლაა! სიტყვა მოდის, მამისაა...
Sf-x - თავის უფალი (Prod.Nick Green)
Zaza Nozadze
ლაშა მარგიანი — ვუელა / lasha margiani — vuela (27 თებერვალ...
ჩემი ცხოვრება
Phantom - ამოცანა Prod. By Mz9Beats
PHANTOM თ. ჭ.
როცა გიყვარს - ირაკლის და ნინას მეგობრობის ამბავი
TV IMEDI
როცა ტელეფონი დასატენი გაქვს და ამ დროს სხვაგან მიყავხართ
Black gang