ცვლილება სარკინიგზო ტარიფებში

23.07.2022 00:44

მატარებლით მგზავრობის საფასური იზრდება. ორშაბათიდან, 25 ივლისიდან თბილისი-ბათუმის მიმართულებით მოძრავი ორსართულიანი მატარებლის ბილეთის ღირებულება ასე განისაზღვრა: მეორე კლასი – 34 ლარი; პირველი კლასი - 74; ხოლო ბიზნესკლასი – 124 ლარია.

საქართველოს რკინიგზაში ფასის ცვლილების მიზეზად გაზრდილ ხარჯებს ასახელებენ. ამასთან, საგანგებოდ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ უცვლელი დარჩა თბილისი-ფოთის, ზუგდიდის, ოზურგეთისა და ქუთაისის მიმართულებაზე მოძრავი მატარებლებით მგზავრობის ღირებულება. ასევე, ძალაშია ყველა შეღავათი სტუდენტებისთვის, ომის ვეტერანებისა და რკინიგზელებისთვის. მოქმედებს საბავშვო ტარიფიც - 10 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi