ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილება
სტრასბურგში საქართველოს შესახებ რეზოლუცია ვერ მიიღეს. ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის ორდღიანი სხდომა ისე დასრულდა, რომ საერთო ტექსტზე შეთანხმება ვერ მოხერხდა. „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ ითხოვდა, პროექტში შესულიყო ცვლილებები, რომელიც გიგი უგულავას დაკავებას, გიორგი რურას საქმეს, 20 ივნისის მოვლენებს და რამდენიმე სასამართლო პროცესს ეხებოდა. თუმცა, ვერც ოპოზიციის და ვერც მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა შესწორებებმა მხარდაჭერა ვერ მიიღო. საბოლოოდ რეზოლუციის პროექტი, რომელშიც საქართველოს მიერ ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე იყო საუბარი და ევროინტეგრაციის კუთხით არაერთ მნიშვნელოვან გზავნილს მოიცავდა, ჩავარდა. ფაქტის გამო იმედგაცრუებას ვერ მალავს კომიტეტის თანათავმჯდომარე ესტონელი დეპუტატი, რომელმაც მხარეებს მიანიშნა, რომ ინიცირებული ცვლილებების ჩამონათვალში არაერთი შიდაპოლიტიკური განცხადება იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის გადაწყვეტილება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროპარლამენტარების განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
COSAC - Maka Botchorishvili's speech/მაკა ბოჭორიშვილის სიტყვ...
GeoParl_EU Integration
ევროკავშირის ასოცირების წლიური ანგარიში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირთან ასოცირების კომიტეტის სხდომა