სალომე ზურაბიშვილის სტატია Financial Times-ში
ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. „ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა – 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის მარწუხებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ზურაბიშვილი. სტატიაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მის წინაპრებს საქართველოს მიტოვება წითელი არმიის ოკუპაციის გამო მოუწიათ. „თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდება“, – ნათქვამია სტატიაში. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში დიპლომატად მუშაობის დროს ის მუდამ საქართველოს ინტერესებს იცავდა. „საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – წერს ზურაბიშვილი. მისივე თქმით, საქართველოსთვის პროგრესი რთული მონაპოვარი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივი წერილი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“ - სტატია sp...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 19 მაისი, 2021 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქრონიკა 14:00 საათზე - 1 აპრილი, 2022 წელი
TV IMEDI
ნაცების გაფარჩაკების ბოლო სტადია / /#სამნი \u0026 Co./ 14.11...
უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster