სალომე ზურაბიშვილის სტატია Financial Times-ში

07.12.2018 00:39

ღირებულებების დასაცავად საქართველოს დასავლეთის მხარდაჭერა სჭირდება, – ამ სათაურით სტატიას Financial Times-ი აქვეყნებს. პუბლიკაციის ავტორი საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილია. „ამას ერთი საუკუნე დასჭირდა, მაგრამ როგორც იქნა, ვხედავ, რომ ჩემი ბებია-ბაბუის ოცნება რეალობად იქცა – 28 ნოემბერს მე ამირჩიეს საქართველოს პირველ ქალ პრეზიდენტად. ჩემი სამშობლოსთვის, რომელმაც გასული საუკუნის დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირის მარწუხებში გაატარა, ეს მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია“, – წერს ზურაბიშვილი. სტატიაში საქართველოს ახალარჩეული პრეზიდენტი წერს, რომ მის წინაპრებს საქართველოს მიტოვება წითელი არმიის ოკუპაციის გამო მოუწიათ. „თუმცა მათ არასდროს დაუკარგავთ სამშობლოს სიყვარული და იმედი, რომ საქართველო კვლავ დემოკრატიული გახდება“, – ნათქვამია სტატიაში. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საფრანგეთში დიპლომატად მუშაობის დროს ის მუდამ საქართველოს ინტერესებს იცავდა. „საბჭოთა კავშირის მიერ კონტროლირებადი საქართველო დემოკრატიისა და თავისუფლების იმედის შუქურად რჩებოდა. 1991 წელს საქართველო პირველი სახელმწიფო იყო კავკასიაში, რომელმაც დამოუკიდებლობა გამოაცხადა“, – წერს ზურაბიშვილი. მისივე თქმით, საქართველოსთვის პროგრესი რთული მონაპოვარი იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივი წერილი
08:49

სალომე ზურაბიშვილის და შარლ მიშელის ერთობლივი წერილი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“ - სტატია spectator.org​-ზე
01:12

„შეინარჩუნეთ საქართველო პროდასავლურ დემოკრატიად“ - სტატია sp...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

#მოამბე 21 საათზე, 19 მაისი, 2021 #LIVE
01:09:00

#მოამბე 21 საათზე, 19 მაისი, 2021 #LIVE

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ქრონიკა 14:00 საათზე - 1 აპრილი, 2022 წელი
35:38

ქრონიკა 14:00 საათზე - 1 აპრილი, 2022 წელი

TV IMEDI

ნაცების გაფარჩაკების ბოლო სტადია / /#სამნი \u0026 Co./ 14.11.2022
45:10

ნაცების გაფარჩაკების ბოლო სტადია / /#სამნი \u0026 Co./ 14.11...

უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება

უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
02:07

უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება
01:27

უცხოური მედია საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურს ეხმიანება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო