პროექტი ნარკომანიის პრევენციის მიზნით

16.04.2019 00:59

ნარკომანიის პრევენციის მიზნით, 13-15 წლის მოზარდებს სპეციალური გაკვეთილები ჩაუტარდებათ. პროექტ „კომპასის“ განხორციელება ხვალიდან, თბილისსა და რეგიონებში არსებულ 12 სკოლაში დაიწყება. პროგრამა პოლონეთის რესპუბლიკის ჯანდაცვის ეროვნული გეგმის ფარგლებში ხორციელდება და ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვისაა განკუთვნილი. მისი პრეზენტაცია დღეს, ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში გაიმართა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: