"სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი" ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ

11/21/2016
Radio Atinati-ის მიერ

არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ორ კვირიან კამპანიას უერთდება. ამის შესახებ ამავე ორგანიზაციის ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელმა ციცინო შენეგელიამ დღეს განაცხადა. მან საზოგადოებას თანამშრომლობისა და დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებისკენ მოუწოდა.
ციცინო შენგელიამ მოზარდის თვითმკვლელობის ფაქტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოებას არ ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვები, თუ რამ მიიყვანა გოგონა ამ გადაწყვეტილებამდე უჩნდება.
„მოვუწოდებ სახელმწიფოს და სამართალდამცავ ორგანოებს, ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომ დაცული იყოს ქალთა უფლებები“,-განაცხადა მან.
კამპანია სლოგანით „გავხადოთ სამყარო ნარინჯისფერი“ 25 ნოემბერს იწყება და 10 დეკემბერს დასრულდება. აქციის მიზანია ქალებისა და გოგონების მიმართ ძალადობის შესახებ ინფორმიერებულობის გაზრდა. ამ საკითხთან დაკავშირებით „სამოქალაქო აქტივობისა და თანასწორობის ცენტრი“ 16 დღის განმავლობაში სხვადასხვა ღონისძიებების ჩაატარებს.

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან