"წერილები საკნიდან" - ყოფილი პატიმრის პოეზიის საღამო არტ-ჰაუსში
ზუგდიდში, არტ-ჰაუსში ყოფილმა პატიმარმა პაატა ლატარიამ საზოგადოებას საკუთარი ლექსები პირველად გააცნო. საღამო სახელწოდებით "წერილები საკნიდან" პოეზიის მოყვარულები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ყოფილი პატიმრები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. ლატარია არასამთავრობო ორგანიზაცია რეაბილიტაციისა და განვითარების საქველმოქმედო ცენტ "თანაზიარის" ბენეფიციარია. ღონისძიება ევროკავშირის მხარდამჭერით მიმდინარე პროექტის "ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახის წევრების, პრობაციონერების განათლების, განვითარებისა და დასაქმების ხელშეწყობა" ფარგლებში ჩატარდა. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და იმერეთში ახორციელებს. ის ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერას, იურიდიულ დახმარებას, პროფესიული უნარების გაძლიერებას, განათლებისა და დასაქმების ხელშეწყობასა და საოჯახი ბიზნესის ჩამოყალიბება-განვითარებას ითვალისწინებს რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: / rado.atinati. . Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...