პარლამენტში მთავარი პროკურატურის რეფორმაზე იმსჯელეს
პარლამენტში მთავარი პროკურატურის რეფორმაზე იმსჯელეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტს მთავარი პროკურორის არჩევისა და საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების თაობაზე ორი საკანონმდებლო წინადადება წარედგინა. ერთი „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს“ ეკუთვნის, მეორე კი, ლაშა ტუღუშის, ალექსანდრე ცქიტიშვილის, ნათია კუპრაშვილისა და ზვიად ქორიძის მიერ მომზადდა. სამოქალაქო სექტორის მიერ მომზადებული ცვლილებებით, ერთი მხრივ, მთავარი პროკურორის არჩევის წესი იცვლება, მეორე მხრივ კი, სისტემის დეპოლიტიზება უნდა მოხდეს და საპროკურორო საბჭოს შემადგენლობაში იუსტიციის მინისტრი, დეპუტატები და სასამართლოს სისტემის წარმომადგენლები აღარ უნდა იყვნენ. კომიტეტის გადაწყვეტილებით, ორივე წინადადება განსახილველად იმ სამუშაო ჯგუფს გადაეგზავნება, რომელმაც პროკურატურის რეფორმის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებები უნდა მოამზადოს. პარლამენტს კანონპროექტის მიღება ახალი კონსტიტუციის ამოქმედებამდე მოუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
პროკურატურის რეფორმა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კონსტანტინე გამსახურდია ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გენერალური პროკურორობის კანდიდატის მოსმენა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვიდეო მორის მაჩალიკაშვილის საქმიდან, რომელიც შსს-ს არ გამოუქ...
netgazeti ge
პარლამენტში ბიუროს სხდომა იწყება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარლამენტი ხვალიდან მუშაობას ოფიციალურად განაახლებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ოპოზიციის გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო დამცველის ანგარიში - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster