Deep State-ის საომარი ინტერესები - აშშ-ის დაზვერვის დირექტორის განცხადება

22.12.2025 07:18

საქართველო-ევროკავშირს შორის გაუარესებული ურთიერთობის ფონზე რეზონანსული აღმოჩნდა ამერიკელი მაღალჩინოსნის გზავნილი. ე.წ. დიფ სთეითს ამჯერად აშშ-ის ეროვნული დაზვერვის ხელმძღვანელი ახსენებს და მას ტრამპის სამშვიდობო გეგმის ხელშეშლაში ადანაშაულებს. ტულსი გაბარდი ნეგატიურ კონტექსტში საუბრობს ნატოსა და ევროკავშირზეც და მათ ამერიკელი სამხედროების რუსეთთან ომში ჩართვის მცდელობაში ადანაშაულებს. იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლიდან საქართველოს ხელისუფლება გლობალური ომის პარტიის და „დიფ სთეითის“ მხრიდან ქვეყანაში მეორე ფრონტის გახსნის მცდელობაზე და ამ მიზნით მმართველ გუნდზე განხორციელებულ ზეწოლაზე მუდმივად საუბრობს, გაბარდის განცხადებას ქართულ პოლიტიკურ სპექტრში საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა.
„ქართული ოცნებისთვის“ ამერიკელი მაღალჩინოსნის გზავნილი საკუთარი პოლიტიკის მართებულობის დასტურია. ე.წ. დიფ სთეითი, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი და სხვადასხვა მაღალჩინოსანი ახსენებს, აბსოლუტურად სხვა შინაარსის მატარებელია ოპოზიციისთვის.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
EstateHub