საზოგადოება „ქართულის“ განცხადება

09.01.2025 02:02

„გლობალურ ომის პარტიას ამერიკის მომავალი ადმინისტრაცია და ისტებლიშმენტის მნიშვნელოვანი ნაწილი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევს თვით ამერიკისთვის, რომ არაფერი ვთქვათ მსოფლიო მშვიდობაზე. ათასჯერ მეტი საფრთხე შეიძლება იყოს ამ ძლევამოსილი ძალის აგრესიული გეგმები ჩვენისთანა პატარა ქვეყნის მიმართ. ამიტომაც ძალიან ფხიზლად და ფრთხილად უნდა ვიყოთ, – ამის შესახებ საზოგადოება „ქართულის“ განცხადებაშია ნათქვამი. განცხადებაში ასევე წერია -“ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს გუშინდელმა განცხადებამ პოლიტიკურ სივრცეში კიდევ ერთხელ გახსნა ღია დისკუსია გლობალური ომის პარტიის არსებობასთან დაკავშირებით. ქართული ოპოზიცია, ექსპერტების ნაწილი და უცხოეთის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლობები მას ხელისუფლების მიერ პოლიტიკური მიზნებით გამოგონილ ე.წ. შეთქმულების თეორიად და რუსულ ნარატივად ნათლავენ. არადა, დასავლურ და ამერიკულ ექსპერტულ წრეებში ომის პარტია დიდი ხანია მიიჩნევა ახალი მსოფლიოს წესრიგის განმსაზღვრელ ტრანს-ნაციონალურ ჯგუფად, რომელსაც გადამწყვეტი გავლენა აქვს ევროკავშირისა და აშშ-ის მაღალჩინოსნებზე. ტერმინი „ომის პარტია“ (War Party) ერთმნიშვნელოვნად არ არის „ქართული ოცნების“ ექსკლუზივი, იგი ხშირად გამოიყენება დასავლეთში, განსაკუთრებით აშშ-ში და წარმოადგენს მეტაფორას, რომელსაც ზოგიერთი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწე იყენებს აშშ-ი ორივე პარტიის პოლიტიკური და სამხედრო-ინდუსტრიული კომპლექსის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც აგრესიულ საგარეო პოლიტიკას და მთელ პოლიტიკურ და მთელ მსოფლიოში სამხედრო ინტერვენციებს უჭერენ მხარს. ომის პარტიის ტერმინს ორგანულად უკავშირდება ტერმინი Deep state (ღრმა სახელმწიფო). ამერიკულ პოლიტიკაში მასში გულისხმობენ არაფორმალურ, ფარულ ქსელს, რომელიც მმართველ სტრუქტურებზე არჩეული ხელისუფლების კონტროლის მიღმა ახდენს გავლენას. ჩვენ არაფერს ვამტკიცებთ, მოვლენები და ფაქტები თავისთავად მეტყველებენ ომის პარტიისა და „დიფ სთეითის“ საშიშ გავლენებზე, მათ შორის, საქართველოზე. საბედნიეროდ, ჩვენ მარტონი არ ვართ გლობალური ომის პარტიის მსახურ აგრესიულ ნეოლიბერალიზმთან ურთულეს დაპირისპირებაში. ტრამპის გუნდი და დასავლეთის ჯანსაღი და კონსერვატიული ძალები ტრადიციული და ქრისტიანული ღირებულებების განსამტკიცებლად დიდ ცვლილებებს ამზადებენ მსოფლიოში “- ნათქვამია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - https://www.youtube.com/user/GeorgianPB/ ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო