არჩილ თალაკვაძემ აქციაზე დაშავებულები მოინახულა


პარლამენტის თავმჯდომარემ 20 ივნისს დაშავებული მოქალაქეები მოინახულა. არჩილ თალაკვაძე რეგიონულ ჰოსპიტალში იმყოფებოდა, სადაც დაშავებულ მოქალაქეებს გაესაუბრა და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მკურნალი ექიმებისგან ინფორმაცია მოისმინა. მისი თქმით, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დაშავებულმა მოქალაქეებმა საქართველოს და საზღვარგარეთის კლინიკებში მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურება მიიღონ. „ევექსის“ დირექტორის განცხადებით, მათ კლინიკაში მყოფი დაშავებულების   მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ნათია ნუცუბიძის თქმით, ერთი პაციენტი, რომელიც ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა და ურთულესი ნეიროქირურგიული და თვალის ოპერაციები ჩაუტარდა, უკვე პალატაშია გადაყვანილი. რაც შეეხება დანარჩენ ორს, მათი მკურნალობის პროცესიც დადებითად მიმდინარეობს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან