საგანგებო ზომები მკაცრდება - იკეტება თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი


ბოლო ერთ დღეში ქვეყანაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა. საგანგებო ზომები მკაცრდება. კარანტინი ცხადდება და იკეტება თბილისი, რუსთავი, ქუთაისი და ბათუმი. ახალი რეჟიმი ათი დღის განმავლობაში იქნება ძალაში და ხვალიდან ამოქმედდება. უფრო კონკრეტულად: - ხვალ, 21:00 საათიდან იკრძალება ოთხივე ქალაქიდან გასვლა ან პირიქით, ამ ქალაქებში შესვლა. ქალაქების შიგნით კი საკუთარი ტრანსპორტით გადაადგილება ნებადართული იქნება.

ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საგანგებო მდგომარეობა, რომლის მოქმედების ვადა 21 აპრილს იწურებოდა, 10 მაისამდე გახანგრძლივდა. ზომების გამკაცრების მიზანი კორონავირუსის გავრცელების სისწრაფისა და გეოგრაფიული არეალის შემცირებაა. პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ ქვეყანა მასშტაბური შიდა გავრცელების ეტაპზეა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან